უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2017 14:20
font-size

ეკა ბესელიას ინიციატივამ საპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

საპარლამენტო ოპოზიციამ ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გააპროტესტა კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ეკა ბესელიას მიმართვა. მან სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომ პაკეტში შემავალი ერთ-ერთი კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით ყოფილიყო განხილული.

ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას შეთავაზება გაითვალისწინა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა ოპოზიციონერი პარლამენტარების მხრიდან.

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაამთავროს მუშაობა ამ კანონზე.

„თქვენი ამოცანაა, დროზე მოიცილოთ ეს კანონპროექტი და გადახვიდეთ სხვა საკითხებზე. ეს კანონპროექტი არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი კანონპროექტი. თუ ჩვენ დავსხდებით და შევთანხმდებით გარკვეულ საკითხებზე, მაშინ შესაძლებელია, აზრი ჰქონდეს დისკუსიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავამთავროთ და კენჭი უყარეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეკა ბესელიას ინიციატივა შემჭიდროებული ვადების გამო მიიღო.

„რეალურად, ის არჩევანი, რაც თქვენ გააკეთეთ, ხელს უშლიდა ამ კანონპროექტების სიღრმისეულად განხილვას. თქვენ ხელოვნურად წელავდით დროს დღეების განმავლობაში. თქვენ საგნობრივი განხილვა ჩაშალეთ. ქალბატონი ეკას ინიციატივა აბსოლუტურად მისაღებია“, – მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.

ანა მებურიშვილი

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი