უკან

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2018 13:00
font-size

ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არანაირ კავშირში არ არის სასამართლოს საკითხთან - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ეკა ბესელიას წასვლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არ უკავშირდება სასამართლოს საკითხს.

ასე გამოეხმაურა კახიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ბესელიას გადადგომისა და ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს.

„რაც შეეხება ე.წ. დაპირისპირებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოს თემაზე ერთმანეთს ეკინკლავებიან, ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შეთანხმებული იყო უშუალოდ ივანიშვილთან. მურუსიძესთან კონტრაქტი გააფორმა ივანიშვილმა და ამ პირების დამტკიცებაც ივანიშვილის სურვილი იყო, ამიტომ თუ დაპირისპირებაზე ფიქრობენ, იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოთ, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არანაირ კავშირში არ არის სასამართლოს საკითხთან. ესეც ივანიშვილის სურვილია, რომელსაც ქალბატონმა ეკამ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა და საზოგადოებას ეს პრინციპულ ნაბიჯად შემოასაღა. სინამდვილეში ივანიშვილმა უთხრა მას, რომ ის უნდა წასულიყო. ეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნება“ არ არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პირთა ჯგუფი. ეს არის ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ ძალაუფლება და რაღაც დოზით წინა ხელისუფლების სიძულვილი. სხვა პოზიტიური დღის წესრიგი ან იდეოლოგია ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთზე ასე საუბრობენ“, - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ბესელია რაღაცებზე ალაპარაკებით იმუქრება.

„მათი მმართველობის განმავლობაში იმდენი პრობლემა დაგროვდა. იმდენი ცუდი საქმე, კორუფციული შემთხვევები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები დაგროვდა, რომ ამით აშანტაჟებენ ერთმანეთს. ამ შანტაჟზე, ივანიშვილის ფულზე, ოპონენტების სიძულვილზე - ამ არაჯანსაღ კომპონენტებზე დგას ეს ხელისუფლება. შესაბამისად, არანაირი მომავალი მათ არ აქვთ“, - აღნიშნა კახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი