უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ელჩები, რომლებიც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ - ირაკლი ზარქუა
ელჩები, რომლებიც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ელჩები გახდნენ რადიკალები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი.
„დიდი ბრიტანეთის ინტერესები გასაგებია, პატარა სახელმწიფოების მიმართ ისევ კოლონიალური დამოკიდებულება აქვთ და ჰგონიათ, რომ როგორც 2012 წლამდე იყო, როცა ელჩები ჰყავდათ გუბერნატორებად, მათ შორის საქართველოში და ყველაფერი მათთან თანხმდებოდა, ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ამას ვერ ეგუებიან. ხელმოცარულები, ვინც აქ დარჩათ, აგენტურა, ვერაფერს აკეთებენ. ერთი, მეორე, მესამე რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. ახლა ამათ ელჩები ჩაენაცვლათ. ანუ, ელჩები რადიკალები გახდნენ, მათ შორის ბრიტანეთის. რადიკალებს წინასაარჩევნო მონიტორინგს უფინანსებდა და შემდეგ იმ ხალხს რა დასკვნა უნდა დაედო, ვინც მიტინგზე დგას და ჩამოგდებით გვემუქრება? ისინი ობიექტურ დასკვნას დადებდნენ? ამას ბრიტანეთის ელჩი აფინანსებდა. ამ ყველაფერს „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონმა ხელი შეუშალა და ეტყობა, გაბრაზდნენ, ძალიან ეტკინათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ გერმანიის ელჩი ხომ არ ჩაენაცვლათ, იმდენად აქცენტირებულია და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც კი დიპლომატიური ვალდებულება, პასუხისმგებლობა არსებობს.
„ხოშტარიამ შიმშილობა კი შეწყვიტა და იმედია, გედიმაც, მაგრამ გერმანიის ელჩი ფიშერი ხომ არ ჩაენაცვლათ, იმდენად აქცენტირებულია და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც კი დიპლომატიური ვალდებულება, პასუხისმგებლობა არსებობს. ტიპი ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ასეთ მოცემულობაში, შეიძლება, საკითხი დავაყენო, რომ ეს ელჩი გაძევებული იყოს, რადგან ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის ურთიერთობის გაჯანსაღებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას. ამის საფუძველი რა არის, გაგვაგებინოს, რატომ უნდა, რომ აგენტურა დასვას? იმიტომ, რომ სახელმწიფო ინტერესები დავიცავით? ქართველმა ხალხმა გარკვევით თქვა, რომ ომი არ უნდა, მშვიდობა არჩია, ეროვნული ღირებულებები დაიცვა. ფიშერის პარტიის წარმომადგენელი გერმანიაში ჩამოაგდეს, შოლცი აღარ არის, მისი დანიშნულია და მაინც მავნებლობას აგრძელებს. ელჩები, რომლებიც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12