უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 12:00
font-size

ელექტრონული საგრანტო კონკურსები როგორც კორუფციის პრევენციის ინსტრუმენტი − იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა

ღია და გამჭვირვალე საგრანტო პროცესი კონკურსის გამოცხადებიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩათვლით; თვალის მიდევნების შესაძლებლობა კონკურსის მიმდინარეობის, შეფასებების, გამარჯვებულის გამოვლენის, ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგებისათვის − იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსის მონაწილეებს და დაინტერესებულ მხარეებს კონკურსის ელექტრონულ საქმისწარმოებას სთავაზობს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ პორტალზე (tenders.procurement.gov.ge) ახალი, საგრანტო კონკურსების ფუნქციონალი შექმნა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ინიციატივა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში 2015 წლიდან აისახა.

შესაბამისად, როგორც ტენდერი, საგრანტო კონკურსიც ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამ ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდეს, რაც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ქაღალდების მიმოქცევას. ელექტრონული სისტემა კონკურსის ყველა ეტაპს გაცილებით ღიას და გამჭვირვალეს ხდის და მნიშვნელოვნად ამარტივებს მხარეებს შორის კომუნიკაციას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ საიტზე გამოქვეყნებულ საგრანტო დოკუმენტაციას, ელექტრონულად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, აკონტროლონ მისი მიმდინარეობა, ელექტრონულად დასვან კითხვები და მიიღონ პასუხი, ატვირთონ და ჩამოტვირთონ დოკუმენტები, შეიტანონ ცვლილებები მათში, ელექტრონულად ადევნონ თვალი კონკურსის შედეგებს და, გამარჯვების შემთხვევაში, გააფორმონ ხელშეკრულება რომელიც აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში, და სხვ.

კონკურსის მონაწილეები და კონკურსის მიმდინარეობით დაინტერესებული პირები შეძლებენ, თვალი მიადევნონ საგრანტო საბჭოს ოქმებს, საბჭოს წევრების მიერ მინიჭებულ ქულებს და გამარჯვებულთან დადებულ ხელშეკრულებას. საიტზე საჯაროდ აიტვირთება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები საგრანტო თანხის ათვისების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროგრესის შესახებ. ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია უკვე დასრულებული კონკურსების შესახებ. ელექტრონული სისტემა ამარტივებს ანგარიშგების ფორმასაც − კონკურსის გამარჯვებული პროგრამის დასრულების შემდეგ ელექტრონულად ატვირთავს როგორც პროგრამულ, ისე ფინანსურ ანგარიშს.

ნებისმიერ საჯარო, თუ კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია საგრანტო კონკურსის ელექტრონულად გამოცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.

პირველი ელექტრონული საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადდა. ახალი სისტემით პირველად იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ისარგებლა და ტრადიცული საგრანტო კონკურსი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ხელშეწყობის მიზნით ახლა უკვე ელექტრონულად გამოაცხადა. საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ 160 ათასი ლარით დაფინანსდება.

„ქაღალდებითა და დალუქული კონვერტებით ჩატარებული საგრანტო კონკურსები გაუმჭვირვალობის განცდას აჩენდა და აჩენს. ამიტომაც შევქმენით ელექტრონული მოდული და მაქვს იმედი, რომ ამ სისტემით აქტიურად ისარგებლებენ როგორც საჯარო დაწესებულებები, ისე დონორი ორგანიზაციები“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ