პოლიტიკა


ელექტრონული სისტემით საქმეების განაწილება ქართულ სასამართლოებში კორუფციის არსებობის განცდას აღკვეთს - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წლის ბოლომდე უყრიან კენჭს.
,,მართლმსაჯულების მესამე ტალღის შესახებ კანონპროექტი უკვე ძალიან დიდი ხანია იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის მიერ გადაგზავნილი იქნება პარლამენტში და ეს სამწუხაროდ, დღემდე ვერ იქნა მიღებული.
მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი იმედი არსებობს, რომ წლის ბოლომდე კენჭისყრა შედგება, განხილვის პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა გუშინ.
ერთადერთი რაც რჩება, არის ღია საკითხები, რასაც კითხვის ნიშანი დაუსვა არამხოლოდ ოპოზიციამ, არამედ წინა მოწვევის პარლამენტში მყოფმა ,,ქართული ოცნების’’ ზოგიერთმა წარმომადგენელმა. მე იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხები, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნება და რაც შეიძლება მალე ეს რეფორმა შევა ძალაში, რადგანაც თუნდაც ელექტრონული სისტემით საქმეების განაწილება, რომ ავიღოთ, ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და აღკვეთს ერთხელ და სამუდამოდ თუნდაც იმის განცდას, რომ შეიძლება ქართულ სასამართლოებში კორუფციის ნიშნები არსებობდეს’’, - განაცხადა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27