უკან
საზოგადოება
6 ოქტომბერი, 2018 16:35
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ელიავას ბაზრობაზე, აგლაძის ქუჩაზე რკინისა და პლასტმასების საამქროს შენობის ნაწილი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროსათვის ლიკვიდირებულია.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უწყების ცნობითვე, ხანძრის შედეგად დამწვარია 200 მ2ფართი.
ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.