პოლიტიკა
ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება - ლევან მახაშვილი
საქართველოსთან დაკავშირებით არაფერ განსაკუთრებულს არ ველით გარდა იმისა, რაც წინა წლებში გვინახავს - ტრადიციულად, კრიტიკული და რეალობიდან მოწყვეტილი განცხადებები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე ევროკავშირი, რადგან მას აქვს გეოპოლიტიკური შედეგები, მათ შორის საქართველოსთვისაც. საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებულს არაფერ ველოდებით, გარდა იმისა, რაც წინა წლებში გვინახავს – ტრადიციულად, კრიტიკული და რეალობიდან მოწყვეტილი განცხადებები. ალბათ საბჭოს შეხვედრაც ასე დასრულდება. რაც შეეხება ცალკეული პირების მხრიდან საქართველოსადმი გაკეთებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებონ. რომელმა უცხოელმაც გადაწყვიტა, ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა, ზოგი პენსიაზე გავიდა და ზოგმა თავისი მანდატები დაკარგა ადგილობრივ არჩევნებზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს, რომ ისინი არ დგანან სწორ მხარეს, საღად ვერ აფასებენ, ზოგადად, მიმდინარე მოვლენებს.
რაც შეეხება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა უნდა თქვას, არ ვიყავი გადაკეტილ რუსთაველზე, არ ვმონაწილეობდიო? რა მიზეზი უნდა დაასახელოს? რასაც ვაკვირდებით, ისაა, რომ ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება. ადამიანად, რომელიც, პირადი ინტერესების საფუძველზე, მზად არის, პოლიტიკურ მანიპულაციებად აქციოს ორმხრივი ურთიერთობები. ეს სამწუხარო რეალობაა, თორემ შეიძლება ვიღაცას გულწრფელად სჯეროდეს რაღაც, რასაც გავიგებთ, მივიღებთ და შეიძლება გავაკრიტიკებთ, მაგრამ გასაგები იქნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე დასანანი ისაა, რომ ეუთო-ს ინსტიტუტებს ეფარება და განცხადებების გაკეთებას ამ სახელით ცდილობს. შეუძლებელია, სხვა განცდა დაგვრჩეს გარდა იმისა, რომ იგი ევროპელ ჯო უილსონად გადაქცევას ცდილობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

