უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მარტი, 2018 13:05
font-size

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლესი ექსპერტიზის შედეგების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ჩატარებული ექსპერტიზის, მათ შორის, 2018 წლის 13 მარტს დასრულებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებსა და გამოვლენილ ხარვეზებს აფასებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის (კომპლექსური-გენეტიკური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო) შედეგებმა გამოძიებისა და მტკიცებულებების ამოღების, დოკუმენტირებისა და შენახვის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოააშკარავა, რაც გამოძიების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობის მიმართ ნდობას ასუსტებს.

,,სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარე ეტაპზე, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ისევე, როგორც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ხელყუმბარის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების ამოღება, სუს-ის გამომძიებლების მიერ განხორციელდა. შესაბამისი ექსპერტიზა (მათ შორის ბალისტიკური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური) იმავე უწყების მიერ დაინიშნა. ეს გარემოება, საქმის ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებების ვალიდურობას სადავოს ხდის და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ კითხვებს აჩენს.

სუს-ის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 19 იანვარს ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქეს. ეს გადაწყვეტილება აჩენს ეჭვებს ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ხელოვნურად განადგურებაზე და ამასთანავე, ოჯახის ადვოკატებს ხელყუმბარაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას ართმევს.

ბალისტიკური ექსპერტიზების შედეგები აჩვენებს, რომ გასროლა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის კარის შუა ადგილიდან, იატაკიდან 1.35 მ. სიმაღლიდან განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზისთვის შეუძლებელი იყო სროლის მანძილის ზუსტი განსაზღვრა, დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან (რაც დადგენილი კლასიფიკაციით <1.2 მ. არის) არ განხორციელებულა. საქმის მასალებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილიდან იმთავითვე არ იყო ამოღებული მასრა, რამაც არსებითად გაართულა სროლის მანძილის განსაზღვრა. სუს-ის განმარტებით, მასრის შემთხვევის ადგილიდან ამოღების პრობლემა დაკავშირებული იყო იარაღის ნაწილის დაზიანებასთან, რამაც ავტომატში მასრის გაჭედვა გამოიწვია. აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობის, შესაძლო დაზიანების მიზეზებისა და ეფექტის შესასწავლად, ოჯახის ადვოკატებმა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, 2018 წლის 13 მარტს დასრულებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული დაზიანების ქირურგიული დამუშავების შედეგად კვალის წაშლამ და სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილმა და ხარვეზიანმა დოკუმენტირებამ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი გახადა.

ხელყუმბარაზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის შედეგების თანახმად დადგინდა თ. მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ) არსებობა ხელყუმბარასა და ფალიაზე (მათ შორის, სისხლის კვალის სახით). თუმცა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არასაკმარისია მათი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ფალიაზე თითის კვალი საერთოდ არ არის აღმოჩენილი. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ადვოკატებს ამ დრომდე არ მოგვეპოვება შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა და მოწმეების ახსნა-განმარტებები.

მთლიანობაში, ყველა ეს გარემოება აჩვენებს, რომ გამოძიების ფარგლებში არსებითი მტკიცებულებების ამოღების, შენახვისა და დოკუმენტირების პროცესში დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის პრობლემაზე უთითებს. ზოგიერთ შემთხვევაში, კი, მტკიცებულებებისა და სურათის სრულყოფილი აღდგენის შესაძლებლობის განადგურების ინტერესზე ჩნდება ეჭვები“, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა

2 მაისი, 2024 , 16:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართ

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი