უკან
საზოგადოება
1 თებერვალი, 2017 13:55
„ენმ“ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს - აქცია კანცელარიასთან
მთავრობის კანცელარიასთან პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გაზპრომთან“ განახლებული ხელშეკრულების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ.
„შევიკრიბეთ მთავრობის კანცელარიასთან, რადგან მთავრობის წევრებს მოვთხოვოთ, რომ გაასაჯაროონ ეს ხელშეკრულება და არ გავჩერდებით მანამდე, სანამ არ მივიღებთ იმას, რომ საზოგადოების თითოეული წევრს არ ეცოდინება, რა წერია ამ ხელშეკრულებაში,“- ამბობს „ენმ“-ის წევრი ბესო შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გაასაჯაროვებს, რადგან ის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
ანა მებურიშვილი