უკან
კონფლიქტის ზონა
14 სექტემბერი, 2018 15:40
ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
„მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში