კომენტარი
ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსთავი 2 მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა - ვანო მაჭავარიანი
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პროცესმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განვითარდეს, საზოგადოებაში გახლეჩა და ნიჰილიზმი არ გამოიწვიოს.
ამის შესახებ მაჭავარიანმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროცესი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, დაპირისპირების და საზოგადოებაში გახლეჩვის, მასში ნიჰილიზმის გაჩენის საფუძველი არ გახდეს, რადგანაც ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი, როდესაც მედიისადმი მსგავსი დამოკიდებულება არც ერთ ხელისუფლებას პოზიტუირად არ გამოსდგომია. ცხადია ერთი რამ, რომ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური დღის წესრიგის შემაფერხებელ ფაქტორად. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული შეთანხმებით, კონსენსუსით და არა ძალდატანებით აღსრულებული“,-განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, რუსთავი2 მნიშვნელოვანი მედიასაშულებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.
როგოორც მაჭავარიანმა განმარტა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიმართ, და ამის ნაწილი საქართველოც არის, საინფორმაციო ომს ატარებს, რუსთავი2 სწორ აქცენტებსა და კითხვებს სვამს.
„რუსთავი 2 ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო საშუალებაა იმ ძალიან მძიმე საინფორმაიცო ომის პირობებში,რომელსაც რუსეთი დასავლეთის სამყაროს მიმართ ახორციელებს და საქართველო არის ამის ნაწილი, რუსთავი 2 ამას ძალიან ეფექტიანად ასრულებს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსგავსი პროფესიონალიზმი, მსგავსი მიდგომა საკითხებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფობრივად,უსაფრთოების თვალსაზრისით. ამას სხვა მედიასაშუალებებიც აკეთებენ, მაგრამ აქ სხვა აქცენტები ისმება“,-აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამ პირობებში „საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან სერიოზული ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს, თუ რატომ მოხდა, ან არ მოხდა ის კონკრეტული ქმედება,რომელიც რამე ფორმით შეიძლება შეზღუდოს კრიტიკული მედიის უბრალოდ გაქრობა“.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

