პოლიტიკა
ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია - ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან. ინიციატივას „გირგვლიანის შესწორებები“ დაარქვეს.
ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა „მართლმსაჯულების იმიტაციაა“ და არ იქნება ეფექტური, სანამ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული პირები მაღალ თანამდებობებზე დარჩებიან..
„რა გირგვლიანის პაკეტზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც იგივე ადამიანები, რომლებიც შემოქმედები არიან სისტემური დანაშაულისა, დიდწილად კვლავ სისტემებში რჩებიან. ეს არ არის მართლმსაჯულების აღსრულება, ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია.
ასობით მოქალაქე ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ეს არ არის და არ უნდა გახდეს პოლიტიკური კინკლაობის და პინგ-პონგის თემა,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

