უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2017 13:00
font-size

ეს არის მესამე სექტორის მიერ პროტესტის გამოხატვის თავისუფლება - ნინო გვენეტაძე საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროტესტზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს გამოეხმაურა. გვენეტაძის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად დროა საჭირო.

„მიგვაჩნია და მესმის ის, რომ პრობლემები ნამდვილად გაგვაჩნია, მაგრამ პრობლემების დაძლევას სჭირდება დრო, სჭირდება გარკვეული გონივრული მიდგომები და თანმიმდევრული სვლა იმიტომ, რომ მთლიანად სასამართლო ხელისუფლება იყოს მშვიდ ვითარებაში, ჰქონდეს მუშაობის ნორმალური პირობები და სამართალწარმოება ხორციელდებოდეს ისე, როგორც სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად იქნება საჭირო“, - განაცხადა გვენეტაძემ.

„საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გადაწყვეტილება, არ წარადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები, გვენეტაძემ შეაფასა პროტესტის გამოხატვის თავისუფლებად.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან.

„ეს არის მესამე სექტორის მიერ პროტესტის გამოხატვის თავისუფლება. მზად ვარ კონსტრუქციული დიალოგისთვის",- თქვა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ანგარიშის წარდგენის უარის მიზეზია სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარებაა. მან აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა არასწორად ვითარდება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათლად გამოჩნდა, ვის უჭერს მხარს ხელისუფლება.

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ