უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ივნისი, 2025 11:34
font-size

ეს გადაწყვეტილება რუსეთის დაკვეთაა. გავიხსენოთ, ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა, ამიტომ მაქვს უფლება რომ მეგონოს - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა და ხელბორკილები დაადეს. პოლიტიკოსს მალე რუსთავის ციხეში გადაიყვანენ.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თეა წულუკიანმა რუსეთის დაკვეთა შეასრულა, მასზე ჯერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და შემდეგ მისი ციხეში გაშვებით.

თარგამაძემ მედიასთან საუბარისას ასევე გაიხსენა, თუ როგორ სურდა სოზარ სუბარს ადრე მისი რუსეთისთვის გადაცემა.

„უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს, მაგრამ ამის შიშით რაღაცების არგაკეთება არ გამოვა. სოზარ სუბარი თავის დროზე ამბობდა, რომ ვერ გადავცემთ სამწუხაროდ რუსეთს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ აქ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და იქნებ აქ დაკითხონო. მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის დაკვეთაა. გავიხსენოთ, ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა, ამიტომ მაქვს უფლება რომ მეგონოს", - თქვა პოლიტიკოსმა.

თარგამაძე არის მთავარი მოწმე ჰააგის სასამართლოში. მან მისცა ჩვენება აგვისტოს ომზე და მისი ჩვენების საფუძველზე გაიცა დაკავების 5 ორდერი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაშინ თეა წულუკიანმა ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწერა, ახლა კი ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთით ციხეში გაუშვა.

„ჰააგის სასამართლოში ის ორდერი რაც გაიცა, საუბარია 5 ორდერზე. ჩემი ჩვენების საფუძველზე არის გაცემული. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ დაუკავებიათ, უბრალოდ აქედან ორი, ბორისევი და ჩოჩიევი უფლის არეალში მოექცნენ - სული ამოხდათ. ცინიზმია, რომ მაგ ჰააგაში გამარჯვება, წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა აქეთ გვაწვებიან", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა გაბრიელ წულაია წერს. „ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩა

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

22 ოქტომბერი, 2025 , 11:15

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლა

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ