უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 ოქტომბერი, 2025 13:39
font-size

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან.

მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ქურთუკი, რომელიც მას 4 ოქტომბერს ეცვა.

მისივე თქმით, მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

„დაიწყეს ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავისი ნებით წარადგინა, ეს ქურთკი მას 4 ოქტომბერს ეცვა. მარიამს დაკავების დროს განუმარტეს, რომ ეს იყო 226-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ეს არის სრულიად სხვა მუხლი, რომელიც განსხვავდება სხვა დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალდებისგან. მარიამი საერთოდ არ იმყოფებოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან, რაიმე კუთხით მონაწილოება არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე. მიუტანეს დაზუმებული ქურთუკის ფოტო და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეს სახლში, ბუნებრივია მან ამოიცნო,“ - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

ეუთოს თავმჯდომარის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს - სანდრო ბარამიძე

16 ოქტომბერი, 2025 , 17:02

"ელინა ვალტონენისთვის ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე, ეუთო-ს თავმჯდომარისთვის დაკისრებული

ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი „შვილები“, აკაცუკები მოენახულებინა - კახა კალაძე

16 ოქტომბერი, 2025 , 14:00

თბილისის მერმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი როგორც სამწუხარო შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიმდ

წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა - შალვა პაპუაშვილი

16 ოქტომბერი, 2025 , 11:06

ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილ