პოლიტიკა
ეს იგივეა, რომ იკითხო, რა შუაშია გირგვლიანი თავად გირგვლიანის შესწორებებთან - პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდინარაძის განცხადებაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან არაფერ შუაში არ არის.
პრეზიდენტის იურიდიულმა მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პროექტი უშუალოდ ეხმიანება ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებს“.
„ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს არა მხოლოდ პოლიტპატიმარ ადვოკატებს, არამედ პოლიტპატიმრებს ზოგადად. გირგვლიანის საქმეცა და პოლიტპატიმრების საქმეც იყო იმ სისტემური უსამართლობის ნაწილი, რასაც ვებრძოდით და დღეს გირგვლიანის შესწორებები ჩვენ ხომ იმიტომ გვინდა, რომ მომავალში თავი დავიზღვიოთ ანალოგიური დანაშაულის გამეორებისაგან. და მე ვსვამ კითხვას - რანაირად უნდა დავიზღვიოთ მომავალში თავი ასეთი სისტემური დანაშაულისგან, თუ ამ სისტემური დანაშაულის მსხვერპლებს, ერთის მხრივ, არ დავეხმარეთ და მეორეს მხრივ, არ გამოვკვეთეთ ამ სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირები. სწორედ ამ იდეას ისახავს მიზნად ეს პროექტი და კითხვის დასმა, რომ რა შუაშია პოლიტპატიმრები გირგვლიანის შესწორებებეთან, ეს არის იგივე კითხვა, რომ დავსვათ ასეთი- რა შუაშია გირგვლიანი თავად გირგვლიანის შესწორებებთან“,- განაცხადა კოჟორიძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


