პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან არაფერ შუაში არაა - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან არაფერ შუაში არ არის.
მისი თქმით, ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები“ დარეგისტრირებულია და ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გავა.
„მემორანდუმთან, რომელიც დაკავშირებულია 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვასთან, არაფერ შუაში არ არის „გირგვლიანის შესწორებები“. რატომ თქვა პრეზიდენტმა, თავად უნდა ჰკითხოთ.
თავის მხრივ, „გირგვლიანის შესწორებები“, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება სამომავლო პრევენციას, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან მაღალი გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“, – თქვა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მემორანდუმი ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებს“ უკავშირდება და მისი მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამასთან, მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომელზეც საუბარი შედგებოდა, არ არსებობს.
აღნიშნული ინიციატივა მამუკა მდინარაძემ ოფიციალურად დაარეგისტრირა 23 მარტს. დეპუტატმა განაცხადა, რომ ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სსკ-ს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელწმიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების ან მდგომარეობის ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.
წარმოდგენილი ცვლილებები ასევე შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის , ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.
პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირების მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. ამ სახის ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძამების ან დავალების შესრულებაც შემსრულებლის დამამძიმებელ გარემოებად შეირაცხება.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

