პოლიტიკა


ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს - გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სარეზერვო ფონდი უქმდება და დაფინანსება მცირდება.
აბაშიშვილის თქმით, გაურკვეველია, როგორ განახორციელებს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა პროექტს, თუკი საპრეზიდენტო ფონდი გაუქმდება.
„ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, ვისაც არანაირი შეხება პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა.
სარეზერვო ფონდიდან მარტო ამ წლების განმავლობაში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას, მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსება.
ამ ყველაფერს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან.
ახლა შემდგომი პრეზიდენტი სრულიად გაურკვეველია, როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან.
„ახლაც დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონის პროექტი პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან აუცილებლად ამის შესახებ უნდა ჰკითხოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება და განისაზღვრება 6 მილიონი ლარით. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი. ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27