უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
კომენტარი


ეს მატყუარა ხელისუფლება ნაცარს აყრის ხალხს, რომ მეორე ტურში მოიგებენ - ვალერი გელბახიანი
ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ადვოკატი ვალერი გელბახიანი "ქართულ ოცნებას" ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიაროს.
მისი თქმით, მმართველი ძალა არც ოპოზიციას და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ენდობა, რაც იმის ნიშანია, რომ ფსიქიატრს უნდა გაესინჯონ.
„თუ ოპოზიცია ტყუილს ლაპარაკობს, ამომრჩეველთა 62% ტყუილს ლაპარაკობს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც თუ ტყუილს ლაპარაკობენ - მაშინ მიდით, რამ ფსიქიატრთან, გაესინჯეთ. ვინ ხართ? შეეგუეთ ამ ფაქტს. თუ ბიძინას ოდნავ მაინც ჰყოფნის ქართული თავმოყვარეობა, იცით, რა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი? - სალომე ზურაბიშვილს სასწრაფოდ მოახსნევინოს კანდიდატურა და აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება,“ - განაცხადა გელბახიანმა.
ადვოკატის პროგნოზით, მეორე ტურში "ქართული ოცნება" ვერანაირ შედეგს ვერ დადებს.
„ნებისმიერი დიდი ქალაქი აიღეთ - ყველგან დამაჯერებლად იგებს ოპოზიცია. არანაირი რესურსი არ გეყოფათ, რომ ეს ხმები გადაფაროთ, მათ მთელი რესურსი უკვე გამოიყენეს. ხელისუფლებას ამომრჩეველი არ ჰყავს. 41 000 ხმა როგორ უნდა გადაფაროთ, ქუთაისში 18 000 ხმა აქვს აღებული ვაშაძეს 18 ხმა ხომ არ არის?! ბათუმში ოპოზიციას 12 000 ხმა აქვს... ამ აკრძალვებმა (რუსთავი 2 არ ჩართონ) დაღუპა ოცნება",- განაცხადა გელბახიანმა.
მისი შეფასებით, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" სახეები მობეზრდა.
"ეკა ბესელია მობეზრდა ხალხს, სოციალურ ქსელში მისი გინების მეტი არაფერი წამიკითხავს. ამ მომაბეზრებელმა სახეებმა, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ბიუჯეტის ფულს საკუთარი ბიზნესებისთვის იყენებენ, დედასაც კი გვარი შეუცვალა ბესელიამ, სად არის ნამუსი, ეს მატყუარა ხელისუფლება ნაცარს აყრის ხალხს, რომ მეორე ტურში მოიგებენ, არადა მათ ამომრჩეველმა უთხრა უარი, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როცა მაშინდელ ხელისუფლებას უთხრეს უარი. ახლა თქვენ გითხრეს უარი და წაბრძანდით. ახლა მეტყვიან, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვუჭერ მხარს - არა, მე ჩემი შვილების მომავალს ვუჭერ მხარს. არ შეიძლება დამკვიდრდეს, საბჭოთა სისტემის გადმონაშთებით მართული ქვეყანა. ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით",- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებას შავ ლაქად "ერთი გირგვლიანი" ჰქონდა, "ოცნებას" კი "15 გირგვლიანი" აქვს.
"რომელი სასამართლო, რომელი პროკურატურა შეცვალეს?! მაფიოზური სტრუქტურა ყალიბდებოდა. ყველა დარგი იმართებოდა არასახელმწიფოებრივი მეთოდოლოგიით, არამედ მაფიოზური, ქურდული მეთოდით"- აცხადებს გელბახიანი.
ადვოკატი არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს.
"ეს არის ჩემი პასუხი იმ უტიფრობაზე, რასაც თქვენ დღეს აცხადებთ. არ გრცხვენიათ, რეებს ლაპარაკობთ: ქართველი ხალხის ნება არ გვაინტერესებს, მაღალ ციფრებს დავდებთო"- განაცხადა გელბახიანმა.
საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
22 ოქტომბერი, 2025 , 11:15
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:54
პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი
17 ოქტომბერი, 2025 , 13:39
ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს
17 ოქტომბერი, 2025 , 13:02