უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 მარტი, 2017 12:35
font-size

ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის - გიორგი მარგველაშვილი

ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს მძიმეც, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას.

„მე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მომიხდა საგანგებო განცხადების გაკეთება, სადაც ძალიან ნათლად ვუთხარი საზოგადოებას, ყველა ჩართულ მხარეს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, რომ მე გადაწყვეტილების მიუხედავად მხარეებს მოვუწოდებ, დალოდებოდნენ ერთი მხრივ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. რამდენიმე საათში იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება.

იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, მძიმეც. მძიმე იმიტომ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების - აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. არა მარტო ის მადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი, როგორც დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის გარანტს, მომეკითხება პასუხი, რომ რა ვითარებაა. ამიტომ მძიმე იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, უსაყვედურა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას არანაირად აზრადაც არ მოსვლია ამის გაკეთება.

„ისინი უნდა იყვნენ მარტო თავის სინდისთან პასუხისმგებლები“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2025 , 15:23

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხ

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე

25 სექტემბერი, 2025 , 12:58

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამი

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი

23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცი

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი, 2025 , 16:33

არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერი „ნაცებიც“ და არჩევნებში მონაწილე „ნაცებიც“. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის&ldq

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე

23 სექტემბერი, 2025 , 14:07

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებას 4