კომენტარი
ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ დაზარალებულს აქეთ ემუქრებოდნენ - ნატო ჩხეიძე
ტელეკომპანია ,,იბერიას" დამფუძნებელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის თავმდჯომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ზაზა ოქუაშვილის შესაძალო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
,,ბატონმა კობახიძემ დაადასტურა ჩემი ვარაუდი, რომ პროკურატურას მისცა მესიჯი. მე ახლა უფრო მეტს ვიტყვი; ბატონმა კობახიძემ პროკურატურას მისცა დავალება, რომ დაზარალებული გამოიყვანონ არ ვიცი - რად. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ დაზარალებულს აქეთ ემუქრებოდნენ.
ბატონი კობახიძის თანამებდებობრივ მაღალ სტატუსს არ შეჰფერის ასე საუბარი - ,,ოქუაშვილი, "პეტრე" და ,,პავლე." იმ ზოგად ,,პეტრეს" და ,,პავლეს" აქვს კონკრეტული გვარები, ერთის გვარია ივანიშვილი და მეორის - გახარია.
საზოგადოება ნელ-ნელა უფრო მეტს შეიტყობს იმ მოვლენების შესახებ, თუ რა ძალადობა ხორციელდებოდა ,,ომეგა ჯგუფზე" და ოქუაშვილზე", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.