უკან

საზოგადოება

23 მაისი, 2017 17:25
font-size

ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საელჩოს საზეიმო მიღებით აღინიშნა

ვილნიუსში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინოფრმაციით, საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნად, ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, საელჩომ საგანგებოდ მოიწვია ესტონელი შემსრულებლები, რომლებმაც შეასრულეს როგორც ქართული, ისე ესტონური რეპერტუარი. მიღებაზე ახალგაზრდა ესტონელმა მომღერალმა, შეასრულა საქართველოსა და ესტონეთის ეროვნული ჰიმნები, ხოლო ცნობილმა ესტონელმა ჯაზ მუსიკოსებმა ვილლუ ვესკიმ და ტიიტ კალლიუსტემ შეასრულეს ქართულ და ესტონურ მოტივებზე საგანგებოდ მიღებისთვის შექმნილი კომპოზიცია. სადღესასწაულო დარბაზში მოეწყო სპეციალური ქართულ-ესტონური კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული და ესტონური ტრადიციული ნაკეთობები და ნივთები. მიღების მსვლელობისას, ეკრანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეომასალა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა.

სადღესასწაულო დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“, რომელიც ეხმიანება ევროპულ საქართველოს, ამავდროულად წარმოაჩენს როგორც ქვეყნის ევროპულ ისტორიას, ასევე მიღწევებს, სამომავლო ევროპულ მისწრაფებებს და მის მნიშვნელობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდნენ ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტი და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის წევრები, პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ადგილობრივი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური, კულტურული, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ესტონეთში ქართული დიასპორა.

საელჩო დამსწრე საზოგადოებას გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და საგანგებოდ მომზადებული ქართული სამზარეულოს კერძებით, რომელიც გაფორმებული იყო სხვა ქვეყნების სამზარეულოების ელემენტებით.

ტალინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კომპანია ქართული მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომი".

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი