პოლიტიკა


ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა
მ.წ. 28 ივნისს, ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარების თემაზე გამართულ სამუშაო სესიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. "ხელშეკრულებების" ხელმოწერასა და იმპლემენტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების შემცირებაზე. ქართველმა დიპლომატმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების შეწყვეტის ფაქტი.
დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები, ყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ქართული მხარის წარმომადგენლის გამოსვლაში დაფიქსირდა, რომ ამ ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიუხედავად, ქართული მხარე განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. ქართულმა მხარემ თავის გამოსვლაში მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.
საქართველოს პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, ევროკავშირის (მიუერთდა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცუგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა) უკრაინის და თურქეთის დელეგაციებმა.
გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27