უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2017 17:35
font-size

ევა გოცირიძის კრიტიკა სტრასბურგის სასამართლოს მიმართ სრულ თანხვედრაშია ხელისუფლების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებთან - ლევან სამუშია

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის წერილს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე უარყოფითად აისახება მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე.

სამუშიას განცხადებით, გოცირიძის მოსაზრება ჰგავს უმრავლესობის პრეტენზიებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართ.

„შემაშფოთებელია ევროპის საბჭოს მიერ ევროპის სასამართლოში დაწუნებული მოსამართლეობის კანდიდატისა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადება ,,რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ის სრულ თანხვედრაშია ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებთან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან მიმართებაში. ქალბატონი გოცირიძის მხრიდან კრიტიკა შეიძლება ჩაითვალოს , როგორც ერთი მხრივ დაინტერესებული მხარის განცხადებად , ხოლო მეორე მხრივ, ადამიანისა, რომელიც ევროპის საბჭომ, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი დაიწუნა და ის აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“,- თქვა სამუშიამ.

სამუშიას თქმით, როგორც გოცირიძე, ასევე მმართველი გუნდი საკუთრების უფლების დაცვით ხელმძღვანელობენ.

„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ აპელირებს „ქართული ოცნება“ და მისი შემადგენელი ნაწილი - ქალბატონი გოცირიძე, საკუთრების უფლებაზე“, - განაცხადა სამუშიამ.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების უნდობლობა სტრასბურგის სასამართლოს მიმართ „ძალიან საგანგაშოა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას“.

სამუშიამ განაცხადა, რომ სასამართლოს აბრკოლებს არა სტრასბურგი, არამედ მისი პოლიტიზირება და მართვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და ევროსასამართლოს წევრობის დაწუნებულ კანდიდატმა, ევა გოცირიძემ დღეს გამოქვეყნებულ წერილში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემაზე შეჩერების მექნიაზმი აამოქმედდა. გოცირიძის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სპეკულაციებს ემყარება და „იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში“.

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ