უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 სექტემბერი, 2018 14:35
font-size

ევროკავშირის პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ევროკავშირის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელიც არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების შემდეგ. ითქვა, რომ ევროკავშირის ბაზართან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმების წყალობით, ბოლო პერიოდში ზრდადი დინამიკა აქვს საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, მათ შორის განაგრძობს DCFTA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელებას. ინფორმაციისთვის: 2018 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირში 12 პროცენტამდე მოიმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით ევროკავშირის საელჩოს ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი ყველა პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როგორ მივიღოთ ამ პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი საქართველოსთვის. საუბარი იქნება ბევრ ინიციატივაზე. მაგალითად, ჩვენ გვსურს, ევროკავშირი დაგვეხმაროს სამშენებლო - საინჟინრო სტანდარტების ჩამოყალიბებაში, რომელიც შეეხება როგორც უშუალოდ მშენებლობის პროცესს, აგრეთვე მშენებლობის დაგეგმვისა და ინჟინერინგის ეტაპებსაც. გვსურს მივიღოთ შედეგები როგორც ენერგოეფექტურობის, ისე უსაფრთხო და ხარისხიანი მშენებლობის მიმართულებით და ეს სტანდარტები სასწრაფოდ არის შემოსაღები“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ

იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ივნისი, 2024 , 12:07

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

10 ივნისი, 2024 , 11:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინა

საქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

5 ივნისი, 2024 , 15:10

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამ

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 მაისი, 2024 , 12:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვე

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი