უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მაისი, 2025 17:07
font-size

ევროკავშირმა სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკავშირმა დღეს სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს კავშირებისა და ზრდის გაძლიერებას ევროპის სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და მის ფარგლებს გარეთ დაკავშირების გზით.

“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ფონზე, სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც შავი ზღვის რეგიონში საიმედო აქტორის, გეოპოლიტიკურ როლს. ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და წინ წაწევს რეგიონულ თანამშრომლობას დაკავშირებულობის სფეროში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნებიდან რამდენიმემ აირჩია ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოების გზა.

„დღევანდელი სტრატეგია მიზნად ისახავს შავი ზღვის პარტნიორებისა და ევროკავშირისთვის ხელშესახები სარგებლის მოტანას ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავებისა და მასში ინვესტირების გზით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შავი ზღვის რეგიონთან მომავალი თანამშრომლობა სამ საკითხს ეყრდნობა: უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერებას; მდგრადი ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას; გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და მზადყოფნის ხელშეწყობას და სამოქალაქო დაცვას. თითოეული საყრდენის ფარგლებში კი ევროკავშირი სამ ინიციატივას განახორციელებს, რათა გამოავლინოს რეგიონის ზრდის პოტენციალი და ამავდროულად, გაუმკლავდეს კონფლიქტისა და უსაფრთხოების დაუყოვნებლივ გამოწვევებს.

„შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა გააძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას, დაიცავს კრიტიკულ საზღვაო ინფრასტრუქტურას და საზღვაო გარემოს. ის ასევე გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას განაღმვის საკითხებში და გაუმკლავდება გარემოსა და საზღვაო უსაფრთხოების რისკებს. გაფართოებულ ტრანსევროპულ ქსელებთან შესაბამისობაში მყოფი სპეციალური დაკავშირებულობის დღის წესრიგი განავითარებს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ქსელებს, რათა გამოიყენოს შავი ზღვის რეგიონის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფნის პოტენციალი, რომელიც სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიანობას; გაძლიერდება სანაპირო თემებისა და ლურჯი ეკონომიკის სექტორების მზადყოფნა, რათა შავი ზღვის ქვეყნებმა შეძლონ ომთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანის დაძლევა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მოგვარება და მდგრადი ზრდის შესაძლებლობების გამოყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი