უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აგვისტო, 2025 14:45
font-size

ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს მიმართ უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ურსულა ფონ დერ ლაიენი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს მიმართ უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, „ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ თანახმად, ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე და უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ქალბატონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, მათ შორის: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ.

პირველ რიგში, მოდით, გავეცნოთ აღნიშნული კვლევის მონაცემებს, ხოლო შემდეგ, უკვე პოლიტიკურ შეფასებაზეც გადავიდეთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მეტად არა.

1.„ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით“ საქართველოს ხელისუფლებამ, შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 63% დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა!

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.

2.„მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსით საქართველომ დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!

შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 63.2% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.

3.„ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ჩვენ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა.

ამ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს.

4.„კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია! საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა.

კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმოდეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და თურქეთს.

რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს.

ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებებისა და კრიზისის ფონზე მიაღწია და თქვენ კარგად გახსოვთ შიდა ტურბულენტობები, რბილად რომ ვთქვათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა