უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2017 12:35
font-size

„ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს“ - ირაკლი კობახიძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

„ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ევროკომისარმაიოჰანეს ჰანმა.

ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მილოცვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისრისგან, იოჰანეს ჰანისგან პირადად მიიღეს.

ევროკომისრის განცხადებით, ევროსაბჭო საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ პროცედურებს განაგრძობს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით მოგზაურობა უახლოეს მომავალში შეძლონ.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას.

„ასოცირების შეთანხმებასა და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

საკვანძო სიტყვები:

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი