უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

ევროპელებთან საუბრისას ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, როგორ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, ტყუილებიც, რაც საბჭოური მიდგომაა - ირაკლი კობახიძე
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ რას, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიდეო უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ მაიდანზე მითითებებს აკეთებენ.
„პირდაპირ სცენაზე იყვნენ ასული, მოწოდებებს, მაიდანზე მითითებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი. როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ფაქტებით, ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით. პირდაპირ ფაქტები გვაქვს, როგორ აფინანსებენ ეს ადამიანები ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში. ფაქტებით ველაპარაკებით და იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, უფრო ხშირად მოდის ტყუილებიც. ეს სამწუხაროა. ფაქტს, მოდით, დაუპირისპირეთ ფაქტი. ეს ხომ იქნება ევროპული მიდგომა, მაგრამ ევროპული მიდგომის მაგივრად გვპასუხობენ საბჭოური მიდგომით. საბჭოური მიდგომა არის ტყუილი, ზოგადი საუბრები. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12