უკან
საზოგადოება
16 ოქტომბერი, 2017 13:50
„ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ სოციოლოგიურ კვლევას იწყებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ სოციოლოგიურ კვლევას იწყებს, რომელშიც ჩაერთვებიან 18-21 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდები.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ახალგაზრდების შეხედულება ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ასევე, კვლევა შეაფასებს ახალგაზრდების ჩართულობასა და ახალგაზრდული კლუბების, ორგანიზაციებისა და გაერთიანების მუშაობას უმაღლესი სასწავლებლების ბაზებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება. ის დაიწყება 16 ოქტომბერს და 10 ნოემბერს დასრულდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 15 ნოემბერს გაიმართება.