პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ „ბიტფიურისგან“ საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნება მოითხოვა
„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე ტექნოლოგიური კომპანია „ბიტფიურის“ გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. წერილში კომპანიამ უარყო პარტიის ბრალდებები, რომ ის დენს მოიხმარს შეღავათიანი ტარიფით, და განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
ბობოხიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ბიტფიურისგან“ მოითხოვა, ასევე გამოაქვეყნოს საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მონაცემები, თუ რამდენს იხდის ერთ კილოვატ დენში და რამდენია მისი მოხმარების სიმძლავრე ერთი საათის განმავლობაში.
„კომპანია არაა ვალდებული, გამოაქვეყნოს თავისი ეკონომიკური მონაცემები , მაგრამ, რაკი ბიტფიურმა გამოთქვა კეთილი ნება და გამოაცხადა ამის თაობაზე, ჩვენ ვთხოვთ მას, გამოაქვეყნოს მთლიანად ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც რატომღაც არის გასაიდუმლოებული.
ჩვენ ვთხოვთ, გამოაქვეყნოს, არა მხოლოდ ის, თუ რამდენს იხდის დენში მთლიანობაში, არამედ გამოაქვეყნოს მონაცემები , ერთ კილოვატზე რა ტარიფით იხდის ის ამ გადასახადს.
მეორე, გამოაქვეყნოს მონაცემი, თუ რამდენია მისი მოხმარების სიმძლავრე ერთი საათის განმავლობაში.
ამის შემდეგ ჩვენ ვთხოვთ მას, გამოაქვეყნოს, რატომ აირჩია კონკრეტულად ის ადგილი თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის , რა ტერიტორიაზეც ის არის განთავსებული.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ბობოხიძემ.
დეპუტატის თქმით, „ბიტფიურს“ ხელისუფლებამ „სასათბურე პირობები“ შეუქმნა.
„ბიტფიური არის ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი და თუ პროპორციულად გავითვალისწინებთ საწარმოების მასშტაბებს, მაშინ შეიძლება ვთქვა, რომ ისაა ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი საქართველოში. ბიტფიური როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, არ იხდის არცერთ თეთრს საქართველოს ბიუჯეტში. ის, როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი დენზე. ბიტფიურს ეს სასათბურე პირობები შეექმნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , როდესაც 18 ჰექტარი მიწა თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოსაწყობად მას გადაეცა სიუმბოლურ ერთ ლარად“, -განაცხადა ბობოხიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

