უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:55პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- 18.01.2021 10:55ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


`ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს
"ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.
შესაბამისი განცხადება პარტიების წევრებმა ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრეკონფერენციაზე გააკეთეს.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის იმსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა.
როგორც აბესაძემ და შავგულიძემ აღნიშნეს, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციები და უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული მოსაზრებები.
მათივე ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო კომისია ასევე დატოვეს პარტიებმა: "სახელმწიფო ხალხისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "დემოკრატიული მოძრაობა".
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
16 იანვარი, 2021 , 15:00
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
16 იანვარი, 2021 , 14:45
`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი
16 იანვარი, 2021 , 13:20

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
16 იანვარი, 2021 , 13:04

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:49