უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2017 18:35
font-size

ფედერიკა მოგერინი საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე კონსენსუსის ნაკლებობის გამო სინანულს გამოთქვამს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი სინანულს გამოთქვამს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე კონსენსუსის ნაკლებობის გამო და აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო.

ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისადმი ფედერიკა მოგერინის საპასუხო წერილში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერისა და ჩემს მიმართ, სადაც თქვენ, 32 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად, გამოხატავთ საერთო შეშფოთებას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით კონსტიტუციური რეფორმის პროცესის სხვადასხვა ეტაპს, ვითვალისწინებდით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. პარლამენტში პირველი და მეორე მოსმენისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო პროექტი ადასტურებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა მის ძალაში შესვლას 2024 წლამდე გადაავადებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა. სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსენსუსის ნაკლებობის გამო. თავიდანვე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას ჩვენ მხარს ვუჭერდით ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესების წარმართვას. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას, რათა მიღწეული იყოს რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსენსუსზე დაფუძნება“, - ნათქვამია წერილში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა