საზოგადოება
ფინანსური განათლება SME ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას აგრძელებს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ვორკშოპი გაიმართება.
შეხვედრას გაუძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი, რომელიც მონაწილეებს ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს გაუზიარებს.
რა გელით ვორკშოფზე?
ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს აქტიურ დისკუსიას - მეწარმე ქალებს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ.
ვორკშოპზე განიხილება შემდეგი საკითხები თემები:
- -ხარჯების ეფექტური სტრუქტურა;
- -სწორი საფასო სტრატეგიის შერჩევა;
- -ფინანსური ანგარიშგებების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ძირითადი პრინციპები;
- -მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურ ოპერაციებში და სხვა
ეს ვორკშოპი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის.
ღონისძიება 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ვორკშოპი საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, Business 360˚-ის ნაწილია. პლატფორმა ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს აერთიანებს, მათ შორის: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
19 დეკემბერი, 2025 , 18:36
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
19 დეკემბერი, 2025 , 17:59
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
19 დეკემბერი, 2025 , 17:19
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
19 დეკემბერი, 2025 , 17:04
50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
19 დეკემბერი, 2025 , 15:08
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
19 დეკემბერი, 2025 , 14:56


