არქივი
კომენტარი
ფიქრია ჩიხრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივას საინტერესო იდეად მიიჩნევს
პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივას საინტერესო იდეად მიიჩნევს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და კომისიის მუშაობა არ წავიდა თანხმობის გზით არც პოლიტიკურ აქტორებთან და არც საზოგადოებასთან, ამიტომ ბუნებრივად გაჩნდა ასეთი მოსაზრებები.
”გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და კომისიის მუშაობა არ წავიდა თანხმობის გზით არც პოლიტიკურ აქტორებთან და არც საზოგადოებასთან, ბუნებრივად გაჩნდა ასეთი მოსაზრებები. იგივე იმ შეხვედრებზე, რომელსაც პრეზიდენტი მართავს საზოგადოებასთან, ძალიან ხშირად ისმის ამ მიმართულებით მოსაზრებები, პრეზიდენტს მიმართავენ. პოლიტიკურ პარტიებში, ექსპერტულ წრეებში გაჩნდა ასეთი მოსაზრებეები.
რა თქმა უნდა, პრობლემურია, როდესაც კომისიამ მუშაობა დაამთავრა პრაქტიკულად ნულოვანი კონსენსუსით. კონსტიტუცია რომ აუცილებლად თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე ვერავინ იკამათებს არგუმენტებით, აქედან გამომდინარე, იდეა თავისთავად საინტერესოა. ჩვენ კიდევ დავაკვირდებით, კიდევ გვექნება შეხვედრები, როგორ განვითარდება ეს იდეა და რამდენად იქნება კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, ”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

