უკან

სამართალი

9 თებერვალი, 2017 15:15
font-size

ფიქტიური შემძენი ვიყავი - ტელეკომპანია ,,იბერიას’’ საქმეზე პროცესი გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ბიძინა ნიჟარაძე დაიკითხა, რომელზეც 2006 წელს იბერია ტვ-ის წილის გადაფორმება მოხდა.

როგორც მოწმემ დაკითხვისას აღნიშნა, 2006 წელს მას დაუკავშირდა იმჟამინდელი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი ქიტოშვილი და უთხრა, რომ მის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო შპს ,,აისი’’. ნიჟარაძის თქმით, ქიტოშვილთან მას აკავშირებდა წლების მეგობრობა და ნათელმირონობა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე მივიდა დათქმულ დროს სანოტარო ბიუროში, გადაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე ხელის მოსაწერად.

,,2006 წელს დამიკავშირდა ჩემი მეგობარი დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც მთხოვა, რომ ჩემ სახელზე გადმოფორმებულიყო შპს ,,აისი’’, რომელიც მანამდე დავით კაკაურიძეზე იყო გაფორმებული. არანაირი პრობლემა არ შეიქმნებაო. თქვა, რომ ხელმძღვანელობისგან ჰქონდა დავალება მიღებული, სანდო ადამიანზე გადაეფორმებინა ეს წილი, თუმცა არ დაუსახელებია კონკრეტულად ვისგან. დიმიტრის არანაირი განმარტებები არ მოუცია, გარდა ტექნიკურისა, რომ მივსულიყავი კონკრეტულ სანოტარო ბიუროში. მივედი, მოვაწერე ხელი და წამოვედი. ფიქტიური შემძენი ვიყავი. არც თანხა გადამიხდია. უკვე 2007 წელი იყო, თვითონ დიმა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი სახელი უნდა მოცილებულიყო ამ შპს-ს და ისევ სანოტარო ბიუროში მთხოვა მისვლა. ჩემგან უკვე ვისზეც უნდა გადაფორმებულიყო ეს წილი, არ ვიცნობდი’’, - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, იმის შესახებ, რომ საქმე ტელეკომპანის ,,იბერიის’’ წილს ეხებოდა, მან თავიდანვე იცოდა.

პროკურორის კითხვაზე, ცნობილი იყო თუ არა მისთვის, რომ კონკრეტული შპს, რომელიც მის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო, ფლობდა იბერია ტვ-ს კუთვნილ ლიცენზიას, მოწმემ აღნიშნა, რომ ეს მას დიმიტრი ქიტოშვილმა უთხრა და მისთვის ცნობილი იყო.

დღევანდელ პროცესზევე ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა გარდაცვლილი მოწმის ალექსანდრე ლაცაბიძის ჩვენება, რომელიც მან გამოძიების ეტაპზე 2014 წლის 14 აგვისტოს მისცა.

პროკურორ ემზარ გაგნიძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლაცაბიძე ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დირექტორი და ამავდროულად იმ პირთა შორის იყო, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა წილის გადაფორმების პროცესში.

პროკურორმა მოწმის ჩვენებიდან ის ნაწილი წიაკითხა, რომელიც ,,ომეგა ჯგუფის’’ კომპანიებში სპეცრაზმის შეჭრას და ფინანსურ რევიზიას უკავშირდებოდა.

ალექსანდრე ლაცაბიძის ჩვენების თანახმად, 2004 წლის შემოდგომაზე მას ,,ომეგა ჯგუფის’’ წარმომადგენელმა ლევან აღდგომელაშვილმა შეატყობინა გენერალური პროკურორის მოადგილესთან, გიორგი ლაცაბიძესთან შეხვედრისა და იმ პირობების შესახებ, რომლითაც მოხდებოდა კომპანიებში საქმიანობის აღდგენა და დავალიანების რესტრუქტურიზაცია. გარდაცვლილი მოწმის ჩვენებითვე, მან უშუალოდ ,,ომეგა ჯგუფის’’ ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილისგან მიიღო თანხმობა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს იბერია ტვ-ს ლიცენზიის გადაფორმება მოეხდინათ.

ალესანდრე ლაცაბიძის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასევე აღნიშნულია, რომ როდესაც მხარეები სანოტარო ბიუროში წილის გადასაფორმებლად მივიდნენ, იქ დიმიტრი ქიტოშვილიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 7 მარტის 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი