უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2017 14:30
font-size

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს ამოღება იგეგმება

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის განცხადებით, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოები იგეგმება.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამუშაოების ჩატარების უფლება RMG Gold-ის შვილობილ კომპანია CMG-ის აქვს.

„2016 წლის სექტემბერში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი კომპანია ატარებდა გაურკვეველ სამუშაოებს. ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ აქ უნდა დაწყებულიყო ოქროს ამოღება მომავალში. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ გაგვეგო, რომელი კომპანია იყო ეს, რომელიც ფიტარეთის ტყეებში ამ სამუშაოებს აწარმოებდა. ეს აღმოჩნდა კომპანია CMG, რომელიც არის RMG Gold-ის შვილობილი კომპანია. ამის შემდეგ ჩავედით ფიტარეთში, ადგილობრივი მოსახლეობა ტანზიაშიც, მიმდებარე სოფლებშიც, ღიად გვესაუბრებოდა, რომ ფიტარეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა მარტო სამონასტრო კომპლექსის გარშემო, RMG Gold-ი ოქროს მოპოვების სამუშაოებს დაიწყებდა მომავალში, ჩვენ ჩავედით და სამონასტრო კომპლექსი დავათვალიერეთ და მინდა გითხრათ, რომ მაშინაც, სექტემბერში, ის მართლა სავალალო მდგომარეობაში იყო, როგორც მორჩილებმა გვითხრეს, წვიმის დროს იქ ჩადიოდა წყალი და ზიანდებოდა ფრესკები, ჩვენ ამის შესახებ ჩამოსვლის შემდეგ ვაცნობეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. გარდა იმისა, რომ დავასურათეთ ის გეოლოგიური სამუშაოები, კონკრეტული ადგილებიც მივუთითეთ, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ასევე ვაცნობეთ მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პასუხის თანახმად, სამონასტრო კომპლექსისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოები არ განხორციელებულა.

„როგორც ჩვენ ვიცით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები შემდგომში ჩავიდნენ მონიტორინგზე. მორჩილებმაც დაგვიდასტურეს, რომ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იწყებოდა ოქროს ამოღება, და საუბარი იყო ფიტარეთის მონასტრის მიმდებარე უკანა ხედზე . მინდა გითხრათ, რომ მონასტერი კულტურული მეკვიდრეობის სტატუსს ატარებდა და მის გარშემო 500 მეტრამდე ტერიტორია ასევე დაცულია, რაც შეღავათს არ გვაძლევვს, რადგან მცირე ბიძგების დროს ან მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს მონასტერი. ვინაიდან ჩვენ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ ვერც RMG Gold-ისგან, ვერც CMG -სგან, როგორც ვთქვი, მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და პასუხი მივიღეთ მხოლოდ 2 თებერვალს, სადაც იყო მითითებული, რომ ისინიც იყვნენ ჩასული მონიტორინგზე,მათაც ნახეს და იქ ვერაფერი სახიფათო ვერ იპოვეს, თუმცა, რამდენად უნდა ვენდოთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საყდრისის აფეთქებაში, სხვა საქმეა“, - თქვა ბურჭულაძემ.

საყდრისის კომიტეტის წევრის თქმით, თუკი აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, საფრთხე დაემუქრება როგრც მონასტერს, ასევე სხვა არქეოლოგიურ ობიექტებს, რომელთა უმრავლესობა „ჯერ კიდევ შეუსწავლელია“.

ბურჭულაძე ითხოვს შესაბამისი უწყებებისგან, დააკვირდნენ სამუშაოებსა და RMG Gold-ის საქმიანობას.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საქმის მიმართ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, კულტურის სამინსიტრომ და ამჯერად მაინც ეს პროცესები, რომლებიც RMG Gold-მა უნდა აწარმოოს, იყოს გამჭვირვალე. ჩვენ ვითხოვთ, რომ საზოგადოება იყოს უფრო აქტიურად და ყურადრებით, რომ საყდრისის მაგალითი არ მივიღოთ“, - თქვა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა, რომ დმანისის მიმართულებითაც აწარმოებენ გეოლოგიურ სამუშაოებს. ბურჭულაძის განცხადებით, მსგავსი სამუშაოები იგეგმება ბოლნისის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი