უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აპრილი, 2024 15:18
font-size

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ინიციატორთა ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს, მათ შორისაა, გადასახადი - 225 746 111 ლარი; ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი.

„ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების

გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი