უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 მაისი, 2017 14:30
font-size

ფოტოგრაფ გია აბდალაძის თქმით, მისი დასჯის შემკვეთები ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და შოთა უტიაშვილი არიან

ფოტოგრაფ გია აბდალაძის განცხადებით, გლდანის ციხეში ყოფნის დროს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი ემუქრებოდა, რომ მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, თუკი დანაშაულს არ აღიარებდა. ამის შესახებ აბდალაძემ ე.წ. „ფოტოგრაფების საქმის“ სასამართლო პროცესზე თქვა. ის მოწმის სტატუსით დაიკითხა.

ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ დევნოზაშვილთან ერთად მასზე ზეწოლას ახდენდა ციხის ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად „დინამოს“ ბაზის დაცვის სამსახურში მუშაობს.

აბდალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკა ბესელიას აცილების ფაქტზე, რომელიც იმ დროს მისი ადვოკატი იყო. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ბესელია არ დაეთანხმა მის ცრუ ჩვენებას, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.

აბდალაძის ვარაუდით, ის 26 მაისს გადაღებული ფოტოებისთვის დაისაჯა, მისი დაკავების შემკვეთებად კი ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და შოთა უტიაშვილი დაასახელა.

გია აბდალაძე კიდევ სამ ფოტოგრაფთან - ნათია და ირაკლი გედენიძეებთან, ასევე ზურაბ ქურციკიძესთან ერთად 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა შემდგომ ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით დევნოზაშვილს, ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ის 2016 წელს დააკავა. აღნიშნულ საქმეზე გედენიძეები და ქურციკიძე მოწმეების სახით უკვე დაიკითხნენ.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი