უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 იანვარი, 2017 14:50
font-size

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე „ევროპული საქართველო“ჰქვია

ნაციონალური მოძრაობიდან წასული ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას სახელწოდება შეუცვალეს.

ამიერიდან ფრაქციას „ევროპული საქართველო“ ჰქვია.

გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების მიხედვით, ყოფილ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას ნაცვლად, სერგო რატიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიას, ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გიგი წერეთელმა გააცნო.

„ჩატარდა ფრაქციის სხდომა. დღის წესრიგში იყო რამდენიმე საკითხი, საორგანიზაციო საკითხები. პირველი, ეს არის ის, რომ ფრაქციას შეეცვალა სახელწოდება და მას „ევროპული საქართველო“ ეწოდა, შესაბამისად, შეიცვალა ფრაქციის ხელმძღვანელობა და ამ ფრაქციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სერგო რატიანი“,-აღნიშნა წერეთელმა.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისთვის“, რომლის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაა, ამ ფრაქციასაც შეეცვალა სახელწოდება და მას „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ ეწოდა.

გარდა ამისა, ამ ფრაქციაში ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა გადავიდნენ, რადგან ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი ოფიციალური გაყოფის შემდეგ, ფრაქცია რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა დატოვეს.

ფრაქციის არსებობისთვის კი 6 დეპუტატია საჭირო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია

8 მაისი, 2024 , 16:44

"გირჩის" დეპუტატი, იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც "ოცნების" შეფასებით, შანტაჟში,

მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს: ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!” - პაატა მანჯგალაძე

8 მაისი, 2024 , 12:43

სუს-ის განცხადებამ 1989 წელი გამახსენა,  ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით 9 აპრილამდე იმავეს იძახდნენ, ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნას ცდ

„ქართულ ოცნებას“ ახლა სუს-იც უერთდება და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოსული ფულით კეთდება თურმე აქ გადატრიალება - თეონა აქუბარდია

8 მაისი, 2024 , 12:33

„ქართულ ოცნებას“ ახლა სუს-იც უერთდება და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოსული ფულით კეთდება თურმე აქ გადატრიალება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ 

ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 11:41

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდ

სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი დაგმო - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 10:35

ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების უცხოელი პოლიტიკური შუამავლები არა დანაშაულებრივ ძალადობაზე, არამედ „აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებზე“ საუბრობდნენ, რითაც „აღ

პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

3 მაისი, 2024 , 11:02

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი