უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2017 15:10
font-size

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა დავით ნარმანიას ჯილდო გადასცა

თბილისში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, თბილისის მერს დავით ნარმანიას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

დედაქალაქის მერს ჯილდო მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის პრეზიდენტმა ვალერი გიჟიცკიმ გადასცა. -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ , მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.

„კონფერენციაში, რომელზეც აქცენტი სპორტულ ტურიზმზე კეთდება, თბილისის მერიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია, სპორტის სამინისტროსთან ერთად, ძალიან ბევრ რეგიონულ და ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებებს უჭერს მხარს, რათა სპორტული ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ. მათი შემოსვლა პირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან, მეტ შემოსავალთან და მეტი ადამიანის დასაქმებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში პირველად ტარდება. კონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.

ლუბლიანას ქუჩაზე თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

17 ოქტომბერი, 2024 , 17:53

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70 -ში განთავსდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინის

როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე - ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

15 ოქტომბერი, 2024 , 17:12

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი ონლაინ შეხვედრას მართავს. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკ

როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე - ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

15 ოქტომბერი, 2024 , 17:12

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი ონლაინ შეხვედრას მართავს. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკ

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

15 ოქტომბერი, 2024 , 14:10

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულებიდან 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თ

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

14 ოქტომბერი, 2024 , 10:13

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 60კმ-ში, ქალაქ თიანეთიდან ჩრდილოეთით 25კმ-ში, კ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერი, 2024 , 07:23

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდე