უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

გაათავისუფლეთ ზვიად რატიანი - საქართველოს პენცენტრი და Pen International
საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ.
PEN International და PEN Georgia მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გამოჩენილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი სამართლიანი სასამართლო პროცესი. რატიანს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით – რასაც PEN „გადამეტებულ და არათანაზომად მძიმე“ ზომად აფასებს.
„ზვიად რატიანი რჩება ხელისუფლების კრიტიკის გამო მყისიერი და მკაცრი დევნის მსხვერპლად. ჩვენ ვუდგავართ საქართველოს გაბედულ მოქალაქეებს, რომლებიც სასიცოცხლო თავისუფლებების დარღვევის პირობებში აგრძელებენ ბრძოლას,“ – განაცხადა მაჰ ტიდამ, PEN International-ის ციხეში მყოფი მწერლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ფაქტები:
ზვიად რატიანი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, დააკავეს 2025 წლის 23 ივნისს, მას შემდეგ რაც მან საპროტესტო აქციისას პარლამენტთან პოლიციელს სილა გააწნა.
ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1)-ე მუხლით – ძალადობა პოლიციის ან საჯარო დაწესებულების წარმომადგენელზე – რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ რატიანი წინასწარ პატიმრობაში მოათავსა და გლდანის ციხეში გადაიყვანა, სადაც ის იზოლაციაში იმყოფება. შემდეგი სასამართლო სხდომა 14 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ვიდეომტკიცებულებების მიხედვით, რის გადახედვაც PEN-ის წარმომადგენლებმა მოახდინეს, რატიანის ქმედება არ ყოფილა ფიზიკურად საზიანო – პოლიციელს დაზიანება არ მიუღია.
200-ზე მეტმა მწერალმა და გამომცემელმა ხელი მოაწერა მხარდაჭერის განცხადებას, რომელსაც ხელი მოაწერეს PEN Georgia-მ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ.
წარსული შემთხვევა:
2024 წლის 29 ნოემბერს პოლიციამ სასტიკად სცემა რატიანი თბილისში. მან მიიღო მძიმე დაზიანებები – მათ შორის ცხვირის და ზურგის მოტეხილობები. ამის მიუხედავად, 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა (პატარა ხულიგნობა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა). გათავისუფლებიდან მალევე ის სახლთან ისევ სცეს უცნობმა პირებმა. 2017 წელსაც, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, რატიანი იძულებული გახდა ავსტრიაში ემიგრაციაში წასულიყო.
ძალისმიერად ჩახშობილი პროტესტები:
საქართველოში 2024 წლიდან მოყოლებული მიმდინარე პროევროპული, ანტისამთავრობო პროტესტები ხშირად მძლავრი ძალადობით იშლება. არაერთი ჟურნალისტი გახდა მიზნობრივი თავდასხმის ობიექტი. ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ არათანაზომიერ სამართლებრივ ზომებს იყენებს და მათზე ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით აღძრავს საქმეებს – ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები სასამართლო პროცესების არათანაბარ პირობებზე მიუთითებენ.
ამავდროულად, ხელისუფლება ალტერნატიული შეხედულებების მქონე კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგაც იყენებს ახალ რეპრესიულ კანონმდებლობას, რაც თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და ასოცირების უფლებებს მძიმედ ზღუდავს.
ზვიად რატიანის შესახებ:
დაბადების თარიღი: 5 იანვარი, 1971
ავტორია ხუთი პოეზიის კრებულის.
თარგმნიდა ინგლისურ და გერმანულ ენებზე შექმნილ კლასიკურ ლექსებს – მათ შორის: ტ. ს. ელიოტი, ეზრა პაუნდი, რობერტ ფროსტი, რილკე და პაულ ცელანი.
ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, უკრაინულად და სხვა.
მიღებული აქვს პრემია „საბა“ (2010, საუკეთესო პოეზიის კრებული „უარყოფითი“) და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ (2016, საუკეთესო კრებული „მხოლოდ შენ გეხება“).
ასევე, PEN-ი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს:
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კვლავ წინასწარ პატიმრობაშია 2025 წლის იანვრის შემდეგ. მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაავადებულია თვალის მახვილმხედველობის შემაფერხებელი მდგომარეობით (კერატოკონუსი), რის გამოც იზოლატორში ყოფნისას მხედველობა დაკარგა. PEN International და PEN Georgia მის დაუყოვნებელ გათავისუფლებასაც ითხოვენ.
PEN International და PEN Georgia კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს და სრულად დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები," - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12