უკან
საზოგადოება
22 ნოემბერი, 2017 14:25
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ბუნებრივი აირი ამ დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ მიეწოდება.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად ამ დროისათვის დაკავებულია ერთი პირი.
ნინო ექვთიმიშვილი