უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2017 11:00
font-size

გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეხვდება პრეზიდენტს - მამუკა მდინარაძე

დღეს 16 საათზე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე სალაპარაკოდ მმართველ გუნდს შეხვდება, თუმცა მას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაესწრება. ირაკლი კობახიძე ვენეციაში გაემგზავრა, სადაც ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვენლობა არაა, მმართველი გუნდიდან ვინ წავა პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად.

მდინარაძის თქმით, თუ პრეზიდენტი არ დაადებს ვეტოს ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ ორ საკითხს, ამას მოგვიანებით პარლამენტი გააკეთებს.

„ნამდვილად არ აქვს შემადგენლობას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია ის თემა, რომელიც კონსტიტუციას და იმ ორ საკითხს ეხება, რაც დაკავშირებულია ბონუსების სისტემისა და ბლოკების სისტემის გაუქმებასთან. ეს არის ორი საკითხი, რომელსაც ეთანხმებოდა აბსოლუტურად ყველა და რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგა.

ახლა არის ჯერი პრეზიდენტზე. მას შეუძლია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელთა გათვალისწინებაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ეს მოხდა მესამე მოსმენის წინ, მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს სწორად. შემდეგ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში ეს საკითხებიც გავითვალისწინოთ და აისახოს კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ, რომ ეს ცვლილებები შევიტანოთ, ოღონდ ეს იქნება ოდნავ ხანგრძლივი პროცესი“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, ქვეყნის პირველ პირს შეხვდეს.

ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა