უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე - გიორგი მღებრიშვილმა სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება.

პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი