საზოგადოება
გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება.
პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი.
ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ:
- -ბიზნესს პლატფორმაზე შეჰყავს ერთი, ან რამდენიმე ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და უგზავნის მას პერსონალიზირებულ შეტყობინებას მისამართის დაზუსტების მოთხოვნით;
- -ადრესატი იღებს ბმულს, რომელზეც ის თავად შეძლებს ზუსტი მისამართის მონიშნვას;
- -მისამართის დადგენის შემდეგ, კი ბიზნესი ირჩევს, თუ რომელი კურიერი წაიღებს ამანათს - საკუთარი თუ ქვიქშიფერის პარტნიორი კომპანიის კურიერი.
QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:
- -ახალი მომხმარებლები განახორციელებენ პირველ მიტანას საკომისიოს გარეშე და ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ექნებათ წვდომა QuickShipper-ის პლატფორმაზე;
- -არსებული მომხმარებლები კი ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, რომ ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
19 დეკემბერი, 2025 , 18:36
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
19 დეკემბერი, 2025 , 17:59
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
19 დეკემბერი, 2025 , 17:19
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
19 დეკემბერი, 2025 , 17:04
50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
19 დეკემბერი, 2025 , 15:08
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
19 დეკემბერი, 2025 , 14:56


