პოლიტიკა
გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, რუსი პრანკერისა და შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სავარაუდო სატელეფონო საუბარზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.
დეპუტატის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე მის შინაარსზე საუბარი არ ღირს.
„ამასთან დაკავშირებით გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ სერიოზულად. მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება. როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს Страна.ua-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა პრანკერმა ლექსუსმა (ალექსეი სტოლიაროვმა) უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაურეკა. როგორც პრანკერმა რუსულ მედიას განუცხადა, ის მღებრიშვილს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ესაუბრა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადმოყვანაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ის არ სჭირდება. როგორც პრანკერი ყვება, მღებრიშვილმა სააკაშვილს ავანტურისტი უწოდა და ურჩია, რომ „ჯობია, უსახლკარო იყოს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს“. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ქართულ მხარეს არ სურს სააკაშვილისგან „გმირის გამოყვანა“.
შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აღნიშნული სატელეფონო საუბარი უარყო და განაცხადა, რომ არასერიოზულია იმის დაშვება, რომ ორივე ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

