საზოგადოება


გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ მთავრობაში კორუფციის პრობლემა არსებობს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ მთავრობაში კორუფციის პრობლემა არსებობს. 29% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 27% პასუხობს, რომ არ იცის.
რაც შეეხება კითხვას ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემის არსებობის შესახებ, გამოკითხულთა 35% პასუხობს, რომ ეს პრობლემა არსებობს, 40% ამას არ ეთანხმება, ხოლო 24%-მა პასუხი არ იცის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო ინსტიტუტებში კორუფციის პრობლემა არსებობს, 51% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 19%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი - 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე (გამოპასუხება 46%). კვლევა პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა და მისი ცდომილება 2,2 პროცენტია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები კი CRRC-საქართველომ შეასრულა
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20