უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2017 17:15
font-size

გამომცემლების ნაწილი განათლების სამინისტროს აკრიტიკებენ

გამომცემლების ნაწილი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე გასამართ ტენდერს ეხება.

გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას განცხადებით, სახელმწიფო აქცენტს გააკეთებს უფრო იაფიანი და უხარისხო სახელმძღვანელოების შეძენაზე.

„ერთმა გამომცემლობამ თუ შექმნა მაღალი დონის სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 90% და მეორემ შექმნა სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 10%, თუკი ეს უკანასკნელი იქნება უფრო იაფი, სახელმწიფო შეისყიდის ნაკლებად ხარისხიან სახელმძღვანელოს, რომელიც პრაქტიკაში ცუდად იმუშავებს. სახელმძღვანელოს შექმნისა და განკარგვის, ანუ ბეჭდვის უფლება არის განუყოფელი. თუკი გამომცემლობა გადაწყვეტს, რომ მისი წიგნი უნდა დაბეჭდოს სხვამ, ეს მისი გადასაწყვეტია, შეიძლება ეს უფლება სხვას გადასცეს“, - განაცხადა ბუბა კუდავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობავას განცხადებით, ისინი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირბულ ტენდერში არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა შეეცდებიან, სამინისტროს პოზიცია შეცვალონ.

დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე ტენდერი 31 მარტს გამოცხადდება. მან აღნიშნა, რომ უწყება არ აპირებს გამომცებლების მოთხოვნათა ნაწილის გათვალისწინებას, ხოლო წიგნების გრიფირების წესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის. მისი განმარტებით, აზრთა სხვადასხვაობა ორ საკითხს მოჰყვა, ტენდერის გამოცხადებასა და წიგნების რეალიზაციას.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი