უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 13:00
font-size

განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში

6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საპროექტო შეთანხმებას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი, და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ, - აცნობეს მედიანიუსს განათლების სამინისტროდან.

სასტიპენდიო პროგრამის ,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული აპლიკანტები 2017-2018 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები), უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი, ყოველთვიური სტიპენდიით, გაეწევათ სამედიცინო მომსახურება.

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს. აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს ცენტრის საერთაშორისო კომისია. საერთაშორისო საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ კონკურსანტების აპლიკაციებს, რომლებიც ატვირთავენ აპლიკაციებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზეც. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2017 წლის ივნისის ბოლოს. აპლიკანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე.

ელ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 9 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით.

საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge და www.stipendiumhungaricum.hu ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციები გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრში 9 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 13:00-16:00 საათამდე.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი